მთავარიმსოფლიოაშშ-სა და უკრაინის დელეგაციები კვირის ბოლოს შეხვდებიან

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციები კვირის ბოლოს შეხვდებიან

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდება, სადაც სამშვიდობო გეგმის იმ მგრძნობიარე საკითხებს განიხილავენ,რომლებიც ჯერ ისევ შეუთანხმებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკულ და ევროპულ მხარეებთან მწიდრო კონტაქტზე რჩება და მოელის, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინისთვის სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

„მშვიდობა დამოკიდებულია არა რუსეთის ულტიმატუმებზე, არამედ იმ პირობებზე,რომელსაც მსოფლიო შექმნის რათა მისი შეჩერდეს”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ჯერ ისევ უცნობია ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღი. უკრაინული მხარის მოლოდინით, ის 27 ნოემბერს, მადლიერების დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ამერიკულმა მხარემ მიანიშნა, რომ შეხვედრა უმაღლეს დონეზე მაშინ გაიმართება, როდესაც სამშვიდობო დოკუმენტის შედგენა ფინალურ სტადიაზე იქნება.

რუსულმა მხარემ გუშინ, 27 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გამორიცხა რაიმე სახის დათმობები.

ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობას გამორიცხავენ კიევშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა აღნშნა, რომ ვიდრე უკრაინას სათავეში ვოლოდიმირ ზელენსკი უდგას, ქვეყნისგან ტერიტორიების ადათმობას არავინ უნდა ელოდოს და ერთადერთი რაზეც უკრაინულ მხარეს ამჟამად საუბარი შეუძლიია, ეს შეხების წერტილების განსაზღრაა.

„მიმდინარე კვირას ჩვენი გუნდი, ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად გააგრძელებს იმ პუნქტების თარგმნას, რომელიც ჟენევაში კონკრეტული ფორმით შევათანხმეთ და რომელიც გვაყენებს მშვიდობისა და უსაფრხოების გარანტიების გზაზე. შედგება შეხვედრა დელეგაციებს შორის. უკრაინული დლეგაცია იქნება კარგად მომზადებული და ფოკუსირებული ხელშესახებ სამუშაოზე. რუსული ომი გრძელდება, რუსეთი კი დასცინის გლობალური ძალების ძალისხმევას, რათა ომი რეალურად დასრულდეს – ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივით. დადგება თუ არა მშვიდობას, დამოკიდებულია არა რუსულ საფრთხეებსა და მის ულტიმატუმებზე, არამედ იმ პირობებზე, რომელსაც შექმნის მსოფლიო რათა ეს აგრესია ვეღარ გაგრძელდეს. ახლო კონტაქტზე ვართ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ასევე, ვითარებას ვაცნობ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც, მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ”,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend