მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივები

უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივები

მოსკოვისა და კიევისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადა ამოიწურა, თუმცა სამშვიდობო დოკუმენტზე ხელი ჯერ არცერთ მხარეს მოუწერია. ეს იმიტომ, რომ სამშვიდობო დოკუმენტის შეჯერება მადლიერების დღისთვის ვერ მოხერხდა – რთული პროცესია.

სწორედ ამიტომ, უკვე გუშინ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა, რომ მკაცრ ვადებს აღარ აწესებს. პროცესი გრძელდება და როგორც ვაშინგტონში ამბობენ, წარმატებითაც. ომის დაწყების დღიდან დღემდე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ყველაზე ხელშესახები გარღვევაა. თეთრ სახლში უახლოეს დღეებში ელიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან იმ დარჩენილ მგრძნობიარე საკითხებს განიხილავს, რომელიც სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ჯერ ისევ შეუთანხმებელია.

„დონალდ და მელანია ტრამპებსა და სრულიად ამერიკას  ვულოცავ მადლიერების დღეს. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც ამდენ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა უკრაინაში და დაგვეხმარა ჩვენ დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს კონსტრუქციული ურთიერთობა, მომავალში ველით უფრო პოზიტიურ განვითარებას დიპლომატიური მიმართულებით, რათა საბოლოოდ დავასრულოთ რუსული ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გულწრფელად გვჯერა, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოერბა ჩვენი საერთო მიღწევა იქნება” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

„უკრაინული მხარე დაინტერესებულია კონტაქტებით უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. რადგან არსებობს მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც მხოლოდ უმაღლეს დონეზე შეიძლება გადაიჭრას. უახლოეს მომავალში მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრა იგეგმება. რას ველით? კონკრეტულ  შედეგებს. ისეთს, რომ პროგრესს მივაღწიოთ.  ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. უკრაინას არაერთხელ უჩვენებია, რომ სურს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას”- აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ.

ვიდრე დოკუმენტის ჩამოყალიბება ფინალურ სტადიაზე გადავა და აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დრო დაზუსტდება, მოსკოვში გასაფრენად ემზადება დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, რომელიც აშშ-ის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას კრემლში, პირადად ვლადიმერ პუტინთან განიხილავს. მანამდე ის მედიასთან განიხილა თავად პუტინმა, რომელმაც ფრონტის ხაზზე არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და საომარი განწყობებიც საკმაოდ ღიად გამოავლინა.

„თუ უკრაინის საჯარისო დანაყოფები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, აი მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, არ დატოვებენ და ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ. რაც შეეხება სამშვდიობო გეგმას – აშშ-ში ჩემს ვიზიტამდე ამ საკითხებს ამერიკულ მხარესთან განვიხილავდით, ამის შემდგომ შეიქმნა ის პირველადი შესაძლო შეთანხმებათა 28 პუნქტიანი სია, ჩვენ გავეცანით მას. ამის შემდეგ მოხდა ჟენევაში ურკაინასა და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრა, სადაც მათ გადაწვიტეს რომ ეს 28 პუნქტი 4 ნაწილად დაეყოთ – ეს ვერსია  გადმოგვეცა და ჯამში ვეთანხმებით, რომ შესაძლაო მათი სამომავლო  შეთანხმებების საფუძვლად გამოყენება. საბოლოო ვარიანტები არ არის და მასზე სუაბარი ჩემი მხრიდან არასწორია. ზოგიერთ საკითხს პრინციპული ხასიათი აქვს, ვხედავთ რომ აშშ ითვალისწინებსზოგიერთ  ჩვენს პოზიციას ანკორიჯამდე შეხვედრამდეც და შემდეგაც – სადღაც უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ ისინი, გადავიტანოთ დიპლომატიურ ენაზე. ამ დოკუმენტის თითოეული საკითხი ცალკე მიმართულებაა და მათზე სერიოზული განხილვისტის მზად ვართ – სწორედ ამ მიზნით შემდეგ კვირას ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ჩამოვა”- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

მოსკოვში ამტკიცებენ,რომ ამ დროისთვის გეგმა მხოლოდ არაოფიციალური არხებით მიიღეს, საწინააღმდეგოს ამბობს ბლუმბერგის ჩანაწერები, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გეგმა რუსეთის მიერაა შედგენილი და ის აშშ-მა საკუთარ გეგმად წარმოაჩინა. ამ საკითხზე სპეკულაციებს მხარეები თავს არიდებენ, ის რასაც მოსკოვი ღიად ამბობს უცვლელია – ეროვნულ ინტერესთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობები არ იქნება.

„საკვანძო საკითხებზე ჩვენი მიდგომების თვალსაზრისით ვერანაირ დათმობებზე საუბარი ვერ იქნება. ხაზს ვუსვამთ, რომ ანკორიჯში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შირის შეთანხმებული რამდენიმე ელემენტი თავის მხრივ უკვე იყო კომპრომისი. სწორედ ესაა ბაზა, როემლსაც ვეყრდნობით და რომლის ერთგულებიც ვართ. ჩვენ ვაკვირდებით ოფიციალური პირების განცხადებებს და ხაზს ვუსვამთ, რომ არსებობს ემოციური ფონი, რომელსაც დასავლეთში პროცესის ირგვლივ  განზრახ ეწყობა ხელი. დიპლომატიას სიჩუმე სჭირდება და ის ეფექტურია, როდესაც გარე ჩარევების რისკი მოხსნილია, მედია კი აქ გამოიყენება, როგორც იარაღი საინფორმაციო ომში. არ ვართ მზად იმისთვის, რომ განვიხილოთ მიმდინარე პროცესების დეტალები ან ამ გეგმის სხვადასხვა ვერსიები – ამას სჭირედება დრო და ყურადღება”- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.

ვიდრე მოსკოვი დროსა და ყურადღებას ითხოვს, უკრაინაზე იერიშებს აქტიურად აგრძელებს. უტევს არა მხოლოდ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ხერსონში დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა,მათ შორის იყო 6 წლის ბავში. მსხვერპლი იყო სუმის ოლქშიც, თავდასხმა იყო ოდესაზეც.

ფრონტის ხაზზე რუსეთის პოზიციების გაძლიერება დამატებითი საფუძველია შტატებისთის უკრაინა სამშვიდობო დოკუმენტზე ხელმოწერის მიზნით დააჩქაროს. **NYT-**ი წერს, რომ აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი ამ არგუმენტს დასავლელ ლიდერებთან საუბრის დროსაც  იყენებდა, რომ რუსეთი შორი მოქმედების რაკეტების  რაოდენობას ზრდიდა. დახურულ კარს მიღმა საუბრებზე აკეთებს აქცენტს გამოცემა Politico-ც, რომლის ინფორმაციითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,მაკრო რუბიო ევროპელ დიპლომატებს სთავაზობს, რომ ჯერ ცეცხლი შეწყდეს და მხოლოდ შემდეგ მიენიწოს უსაფღტხოების გარანტიები უკრაინას.თავად ევროპელებისთვის უსაფრთოების გარანტიები საკვანძო საკითხია,რადგან პირველ რიგში მათ ეხებათ და ამას ყველა პლათფორმაზე იმეორებენ.

„ომის დასრულების პირველი ნაბიჯი დაუყოვნებელი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთი არ ამცირებს თავის სამხედრო ძალისხმევას, არამედ აძლიერებს მას. ჩვენ იმ ვითარებიდან, სადაც რუსეთი ვითომ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, იმ სიტუაციამდე უნდა გადავიდეთ, სადაც მათ მოლაპარაკება სჭირდებათ. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ მეტ სანქციებზე რუსეთისთვის და მეტ დახმარებაზე უკრაინისთის. არსებობს რამდენიმე შეთავააზება მაგიდაზე,რომლებიც სწრაფად უნდა მივიღოთ”- აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

„უსაფრთხოების გარანტიებზე დიდი სამუშაო ჩატარდა,მათ შორის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. მაგრამ რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები? ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ,რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყოს მყარი და ხანგრძლივი. პირველი ელემენტი არის ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მონიტორინგი კონკრეტული მექანიზმების საშუალებით.ამ სამუშას ჩავატარებთ აშშ-სთან და ნატოსთან ერთად. ეს არის გზა, თუ როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა მომავალი აგრესიისგან. ჟენევაში მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ვერ იარსებებს შეზღუდვა უკრაინის ჯარისათვის. ჩვენ დავგეგმეთ ყველაფერი რაც საჭიროა ამგავრი გარანტიისთის“- აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

„დიახ, ჩვენ გვსურს ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე – მაგრამ შეთანხმება დიდ ძალებს შორის უკრაინისა და ევროპის გარეშე ვერ იქნება რაიმე ხელშესახების და მდგრადის საფუძველი. ამიტომაც ვართ ერთიანი და ვდგავართ უკრაინის გვერდში, არ შევწყვეტთ ამ მხარდაჭერას და მათ მხარს დავუჭერთ – რა დროც იქნება საჭირო. აგრეთვე გვსურს რუსეთის გაყინული აქტივები ამ მიზნებისთის გამოვიყენოთ. ქალბატონებო და ბატონებო, პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ვერ მოიგებს ამ ომს ევროპელების თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე. ევროპა არის სუვერენული აქტორი, საკუთარი ინტერესებითა და ღირებლებებით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი შეიძლება ხვალვე შეწყდეს თუ იერიშებს შეწყვეტს თავად რუსეთი , რომელიც ძალადობს საერთაშორისოს სამართალზე. თუ ის გაიყვანს ძალებს უცხო ქვეყნიდან. ომი ხვალვე დასრულდება”-ამბობს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

ხანგრძლივი განხილვების მიუხედავად, საჯარო სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მაინც ცოტა საკითხი თუ რჩება. არსებობს დასტური იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად 28 პუნქტად დაყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულება, ჟენევაში გამაღთული მოლაპარაკებების შემდეგ სავარაუდოდ 19 პუნქტამდე შემცირდა, რითიც ამერიკული და უკრაინული მხარე კმაყოფილები იყვნენ. თუმცა ახლა გეგმის ირგვლივ ყველა კრემლის შეფასებას მოელის, რომელმაც მიმდინარე კვირას უკვე მიანიშნა,რომ თუ პუნქტებიდან რუსეთისთის მნიშვნელოვანი პუნქტები იქნება ამოღებული, ეს ვითარებას პრინციპულად შეცვლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend