მთავარიმსოფლიოევროპა„უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

„უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

25 ნოემბერს გაიმართა მსურველთა კოალიციის ლიდერების ვიდეოშეხვედრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტ ტრამპთან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია და ერთხმად განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა გულისხმობდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელეს.

„გასული დღეების განმავლობაში უკრაინა მრავალი განხილვის საგანი იყო. ნებისმიერი სანდო და მდგრადი სამშვიდობო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აჩერებდეს მკვლელობებს და ამთავრებდეს ომს, ისე, რომ მომავალი კონფლიქტი თავიდან იყოს აცილებული. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე. მინდა სამი მათგანი გამოვყო. პირველი, საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მეორე, როგორც სუვერენული ერი, არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არსებობდეს შეზღუდვები, ეს ქვეყანას მომავალი თავდასხმის მიმართ დაუცველს გახდის, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. მესამე – სრულად უნდა აისახოს ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ბედი.

მათ აირჩიეს ევროპული მომავალი. ეს იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ჩვენს ერთიან ბაზარზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში და საბოლოოდ ჩვენს კავშირში გაწევრებაში”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend