მთავარიევროპაუკრაინასამშვიდობო მოლაპარაკებების დასასრულებლად ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზადაა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასასრულებლად ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზადაა

25 ნოემბერს გაიმართა მსურველთა კოალიციის ლიდერების ვიდეოშეხვედრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტ ტრამპთან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას უკრაინა პირველ რიგში უნდა მონაწილეობდეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებებში უკრაინა უნდა მონაწილეობდეს. ეს იყო ჩვენი პოზიცია ჟენევაშიც და ყოველთვის. ევროპის შესახებ უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებებში უნდა მონაწილეობდეს ევროპა. იგივე ეხება კანადას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ყველა სხვა ქვეყანას. სწორედ ესაა სამართლიანი – და ის რეალურად მუშაობს. როდესაც რამე წყდება ქვეყნის ან მისი ხალხის ზურგს უკან, ყოველთვის არსებობს მაღალი რისკი, რომ ის არ იმუშავებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია და ერთხმად განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend