მთავარიმსოფლიო„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე” - ომის დასრულების პერსპექტივა

„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე” – ომის დასრულების პერსპექტივა

კიევი მომავალს შერეული გრძნობებით მოელის – თან შვებით, რომ ომი დასრულდება, თან შიშით, რომ უსამართლო დათმობებზე მოუწევთ წასვლა. სამშვიდობო გეგმის შესაძლო თუ შეუძლებელ პუნქტებს თითოეული მოქალაქე იცნობს, აზრები განსხვავებულია.

“ვხედავ, რომ ყველა დაიღალა. მაგრამ თუ განწყობებზე ვისაუბრებთ, ეს გადაღლა არ ნიშნავს,რომ ვნებდებით ან დათმობებზე მივდივართ” – ამბობს უკრაინის მოქალაქე, ოლჰა ბარაშიკოვა.

“ვხედავ,რომ ხერსონსა და ზაპოროჟიეს რეგიონები ჩვენ გადმოგვეცემა, კონკრეტული შეთანხმების ფარგლებში,რომელიც გულისხმობს რომ ისინი დონეცკს, ლუჰანსკსა და ყირიმს მიიღებენ. რაღაც პოზიტიური მაინც არის” – აღნიშნავს Associated Press-თან მოქალაქე, ვლადისლავ კოვალენკო.

დიპლომატიური დინამიკა ტემპებს იკრებს. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თვალსაზრისით ოპტიმისტური მოლოდინები გაჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯერ ისევ გასაიდუმლოებული გეგმაზე უკრაინის თანხმობის შესახებ გახდა ცნობილი, მოსკოვში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის ვიზიტი ჩაინიშნა.

კრემლში მას სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მიიღებენ, რათა გეგმის დეტალები რუსულ მხარესთანაც განიხილოს. მადლიერების დღეს უმასპინძლებს უკრაინელ კოლეგას დონალდ ტრამპიც. მას კარგი მოლოდინები აქვს.

“სტივენ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდება,ის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.შესაძლოა ჯარეტ კუშნერიც გაფრინდეს – მასთან დაკავშირებით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ ის პროცესში ჩართულია და ჭკვიანი ბიჭია.
ჩვენ კარგი საუბრები გვაქვს, დავიწყეთ რუსეთით, უკრაინასთანაც საქმეები კარგად მიდის. ვფიქრობ ისინი მოხარულები არიან. მე მსურს, ეს ყველაფერი დასრულდეს, ცოტა ხნით ამის შესახებ არ გვეცოდინება – თუმცა პროგრესი აშკარაა. ჩვენ დავასრულეთ 8 ომი, ეს ყველაზე მარტივი მეგონა, პრეზიდენტ პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო, თუმცა ერთერთი ყველაზე რთული გამოდგა. დიდ სიძულვილთან გვაქვს საქმე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს გრძელი და რთული პროცესია. დედლაინი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, დედლაინი იქნება ის, როდესაც ომი დასრულება – ყველა დაიღალა ბრძოლით, ისინი ბევრ ხალხს კარგავენ”, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

სტივენ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრენამდეც აქტუალური თემაა. მედიასაშუალება ბლუმბერგმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ასახულია მისი და რუსეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელის, იური უშაკოვის სატელეფონო საუბარი, სადაც უიტკოფი მას დონალდ ტრამპთან ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე მითითებებს აძლევს და იმ მიმართულებებს კარნახობს,რომელიც რუსეთისთვის უფრო მომგებიანი იქნებდა,მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ჩასვლამდე კრემლიდან თეთრ სახლში სატელეფონო ზარის განხორციელება.თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ამას სტანდარტული მოლაპარაკება უწოდა, რომლის ტაქტიკაც, ტრამპის თქმით, უკრაინასთანაც იგივეა. კითხვებს აჩენს კიდევ ერთი ჩანაწერი,რომელიც იური უშაკოვს კირილ დიმიტრიევთან აქვს, რომელიც გაირკვა რომ ვაშინგტონს რამდენჯერმე სტუმრობდა. იქ რუსული მხარე ერთმანეთთან განიხილავს იმას, რომ მათ მიერ წარმოდგენილ გეგმას აშშ-ი საკუთარ გეგმად წარმოაჩენს და ამ გზით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინერბული რუსული ინტერესები. ამ სატელეფონო საუბრებს უშაკოვი პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით გამოქვეყნებულ მასალას უწოდებს,რომლის უკანაც მოსკოვი არ დგას.

“სტივენ უიტკოფთან ხშირად ვსაუბრობ, თუმცა მის შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რაც შეეხება დმიტრიევს – მე შემიძლია ნებისმიერს ვესაუბრო ტელეფონით – თქვენც მათ შორის. რატომ არიან დაინტერესებულები დიმიეტრევთან ჩემი საუბრით? ის ხომ რუსეთის წარმომადგენელია. ვფიქრობ ვინ ახმოვანებს ამ ინფორმაციას, ვიღაც ამას ისმენს და ასაჯაროებს -ჩვენ ნამდვილად არა.ამას ჩვენთვის ხელისშესაშლელად აკეთებენ,  ურთიერთობების გაუმჯობესებას ეს ნამდვილად  არ ემსახურება, რომელსაც ისედაც რთულად ვაგებთ.  სტივენ უიტკოფის ჩამოსვლაზე შეთანხმება უკვე არსებობს მოსკოვში შემდეგ კვირას, მასთან ერთად იქნებიან აშშ-ის წარმომადგენლები ვინც უკრაინის საკითხში არიან ჩართულები”, -უპასუხა რუსული მედიის შეკითხვებს, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა.

ყირგიზეთში ვიზიტით მყოფ რუსულ დეკეგაციაში აღნიშნეს, რომ  აბუ-დაბიში აშშ-ის არმიის მდივანთან შეხვედრაზე  უკრაინის სამშვიდობო გეგმა არ განუხილავთ,თუმცა არაოფიციალური არხებით ის მოსკოვში უკვე იხილეს.მათი თქმითб მასში არის საკითხები რომელზეც მუშაობა შეიძლება.

ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს ევროპაც, მსურველთა კოალიციის დისტანციურ შეხვედრას პირველად დაესწრო აშშ-ის სახელწმიფო მდივანი, მარკო რუბიო, რომელიც სხვებთან ერტად უკრაინისთის უსაფრხტოების გარანტიებზე მუშაობაში ჩაერთო.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინის შესახებ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს უკრაინას. ეს იყო ჩვენი პოზიცია ჟენევაში. ევროპის შესახებ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა მოიცავდეს ევროპას და იგივე ეხება კანადას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სხვა ქვეყნებს და ყველა ერს. ეს უბრალოდ სამართლიანია და რეალურად მუშაობს, რადგან როდესაც რამე წყდება ქვეყნის ან მისი ხალხის ზურგს უკან, ყოველთვის არსებობს მაღალი რისკი, რომ ის უბრალოდ არ იმუშავებს.ეს ჩარჩო მაგიდაზეა და ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ლიდერებსა და ყველა პარტნიორთან, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა აქვს. მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე, განსახილველია მგრძნობიარე საკითხები, ისინი ჯერ კიდევ არსებობს და ვფიქრობთ, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა, შესაძლოა, დაგვეხმაროს”, -მიმართა “მსურველთა კოალიციას” უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტი, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს აქტიური მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.- ის პრიორიტეტებია რომლის ხილვაც გეგმასი ევროპელებს სურთ.ამაზე მეტი თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში პლენარული სესიის დროს.

“ნებისმიერი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ასევე, ის უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინისა და ევროპის ნამდვილ უსაფრთხოებას. უკრაინას სჭირდება საიმედო, გრძელვადიანი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, როგორც უფრო ფართო პაკეტის ნაწილი. ასევე ნათელია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს ევროპული უსაფრთხოების გარანტიებს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ დღეს საზღვრების რღვევას, ლეგიტიმაციას და ფორმალიზებას მოვახდენთ, ხვალ ახალ ომებს კარს გავუღებთ. ამის დაშვება არ შეგვიძლია. ევროპის მომავალი უკრაინის მომავალზეა დამოკიდებული. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. ეს არ არის მხოლოდ ბედისწერის საკითხი, არამედ უსაფრთხოების გარანტიების ნებისმიერი სისტემის ფუნდამენტური და აუცილებელი ნაწილია. ერთი პრინციპი მიღებულია, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე და არაფერი ნატო-ზე ნატო-ს გარეშე“,-აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველაფრის პარალელურად, რუსეთი უკრაინას გაძლიერებულად ურტყამს. კიევზე მასშტაბური დარტყმის შემდეგ დღევანდელი სამიზნე უკვე ზაპოროჟიე იყო, სადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა.7 მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. თავის მხრივ დრონების მოგერიებაზე იუწყება რუსეთი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend