კატეგორიები

ირანში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები და ბაღები მინიმუმ 4 დღით დაიხურა

ირანში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები და ბაღები მინიმუმ 4 დღით დაიხურა

ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო ირანში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა. შეზღუდვა სულ მცირე 4 დღე გაგრძელდება. ამის შესახებ ცნობებს Associated Press ავრცელებს.

სმოგის მიზეზი, ძირითადად, ხშირი ხერგილებია, ავტომობილის გამონაბოლქვი კი, ჰაერის დაბინძურების მიზეზი ხდება. მის ხარისხს აუარესებს ისიც, რომ ცივ სეზონზე, ქარი და წვიმა იშვიათია.

ირანის ჰაერის კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშაბათს, 25 ნოემბერს, ჰაერის ხარისხის დონის ინდექსმა დედაქალაქში 164-ს მიაღწია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც 151-200 მოსახლეობისთვის არაჯანსაღ დონედ მიიჩნევა.

თეირანის მცხოვრებლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი წარმოების მანქანები, ისევე როგორც დაბალი ხარისხის საწვავი, ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ თანამშრომლების ნაწილი ოფისებში მისვლისგანაც გაათავისუფლა.

დაკავშირებული ამბები
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები