მთავარიევროპაუკრაინამარკო რუბიომ და ანდრეი ერმაკმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს

მარკო რუბიომ და ანდრეი ერმაკმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რუსეთის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის განახლებული ვერსია შეიმუშავეს.

„დისკუსიებმა შედეგი გამოიღო. მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია: ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო გეგმა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მხარეები ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის განსახილველად შეხვდნენ. უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ დელეგაციები სამშვიდობო გეგმაზე მუშაობას გააგრძელებენ.

23 ნომებერს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიულად წარიმართა და მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისივე განცხადებით, არ არსებობს კონკრეტული ვადა, მაგრამ მათი მიზანი შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევაა.

„დღეს აქ ერთი მიზნით ჩამოვედით. საჭირო იყო, ამ  28 თუ 26-პუნქტიანი გეგმიდან, გააჩნია, რომელ ვერსიას აიღებთ, ის საკითხები გამოგვეყო, რომლებთან დაკავშირებითაც ღია დისკუსია მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ეს შევძელით. ახლა, ცხადია, როგორც ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტებს ეკუთვნით. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თუმცა დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ეს   დღე ნამდვილად ღირებული გამოდგა. ალბათ ეს ყველაზე პროდუქტიული დღე იყო იმასთან შედარებით, რაც კი ოდესმე ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია. შესაძლოა, ჩვენი ჩართულობის მთელი პერიოდის განმავლობაშიც კი. თუმცა ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ. აქ ჯერ არ მინდა გამარჯვებაზე ან საბოლოო შედეგზე საუბარი. გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ჩასატარებელია.  მაგრამ ახლა გაცილებით წინ ვართ, ვიდრე  დილით შეხვედრის დაწებამდე ან თუნდაც 1 კვირის წინ ვიყავით“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც. მისი განცხადებით, დელეგაციებს საგრძნობი პროგრესი აქვთ მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პირადად მის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„მინდა დავადასტურო, რომ ამერიკულ დელეგაციასთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. პროგრესს ვაღწევთ და წინ მივიწევთ  სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. უკრაინელი ხალხს სურს მშვიდობა, ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ მას. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს დიდ მეგობრებს, შეერთებულ შტატებს, პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მშვიდობის დამყარების პროცესში გამოჩენილი რთგულებისთვის. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ ერთობლივ წინადადებებზე. პროცესში ასევე ჩავრთავთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რა თქმა უნდა, გადამწვეტი სიტყვა ჩვენ ლიდერებს, შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების იქნება“, – განაცხადა ანდრეი იერმაკმა.

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებული იყოს პუნქტები, რომლებიც უკრაინულ ხედვაზეა დამყარებული და კრიტიკული მნიშვნელობისაა.

„დღეს უამრავი შეხვედრისა და მოლაპარაკების დღე იყო – ეს იყო სატელეფონო ზარები, ბრიფინგები და კონსულტაციები. ჟენევაში უკრაინის დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრების სერია – ამერიკულ მხარესთანაც და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთანაც. დელეგაციამ ახლახან წარადგინა ანგარიში მათი დისკუსიების შედეგების შესახებ. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბრები. ბევრი რამ იცვლება – ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ იმ ნაბიჟებზე, რომლებიც  ომს დაასრულებს.  შვეიცარიაში მოლაპარაკებები გაგრძელდება და გუნდები პრაქტიკულად ღამემდე იმუშავებენ.  მათგან დამატებით ანგარიშებს მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ წარმომადგენლებთან დიალოგი იყოს. არსებობს იმის ნიშნები,  რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჟენევაში 23 ნოემბერს მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პალტფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლეშიც მან უკრაინული მხარე გააკრიტიკა.

„უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევის გამო მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან კვლავ ყიდულობს  ნავთობს“, – წერს დონალდ ტრმაპი.

აშშ-ის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ძალადობრივი და საშინელი ომი“ აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს დაიწყებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend