ვოლოდიმირ ზელენსკი ჟენევაში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებებს „ნაყოფიერს“ უწოდებს და ამერიკულ მხარეს მადლობას უხდის.
„დღეს უამრავი შეხვედრისა და მოლაპარაკების დღე იყო – ეს იყო სატელეფონო ზარები, ბრიფინგები და კონსულტაციები. ჟენევაში უკრაინის დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრების სერია – ამერიკულ მხარესთანაც და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთანაც. დელეგაციამ ახლახან წარადგინა ანგარიში მათი დისკუსიების შედეგების შესახებ და ეს იყო არსებითი საუბრები. ბევრი რამ იცვლება – ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შვეიცარიაში მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან დიალოგი გაგრძელდეს და არსებობს სიგნალები, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო და სუვერენული უკრაინის ტეტირორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში მხოლოდ რუსეთი იყო ის, ვინც უარს ამბობდა ამ ომის დასრულებაზე.
„ყველაფერი სწორად უნდა წარიმართოს – რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს და ის აღარ განმეორდეს”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
