ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო აშშ-ში რამდენიმე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიმდინარე წლის 10 თვეში ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ ისაუბრა.

