კატეგორიები

უკრაინას გადაეცა აშშ-ის მიერ შემუშავებული „ომის დასრულების გეგმა“

უკრაინას გადაეცა აშშ-ის მიერ შემუშავებული „ომის დასრულების გეგმა“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მათ გადაეცათ აშშ-ის მიერ შემუშავებული „ომის დასრულების გეგმა“, რომელსაც, ამერიკული მხარის შეფასებით, „დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია“.

გეგმის განხილვას ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპთან უახლოეს დღეებში აპირებს.

განცხადებაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ნათქვამია, რომ კიევი „რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომელსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია“.

კიევში ამბობენ, რომ „უკრაინა წლის დასაწყისიდან მხარს უჭერდა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს, რათა სისხლისღვრა დასრულებულიყო“. მათივე განცხადებით, მშვიდობის მისაღწევად, ახლაც მზად არიან კონსტრუქციულად იმუშაონ ამერიკულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ევროპასა და მსოფლიოში.

Related news
მაიამიში დონალდ ტრამპსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
სხვა ამბები