მთავარიმსოფლიორუსეთი კვლავ უკმაყოფილოა გერმანიისა და ფინეთის ლიდერების განცხადებებით

რუსეთი კვლავ უკმაყოფილოა გერმანიისა და ფინეთის ლიდერების განცხადებებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კვლავ უკმაყოფილოა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებებით.

ორი ქვეყნის ლიდერებმა, ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც მოსკოვმა მორიგ ჯერზე აღიქვა, თითქოს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციისთვის ემზადება.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებით მისთვის ნათელია, რომ „ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომი გაკვეთილი არ ყოფილა“.

რუსული სახელმწიფო მედიის თქმით, სერგეი ლავროვმა ფრიდრიხ მერცის ხელისუფლების „ღია რევანში“, „გერმანიას კვლავ კატასტროფამდე მიიყვანს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, რუსეთის ირგვლივ არსებულ ქვეყნებში „ნაციზმის ხელახლა აღორძინების ნიშნებია“, რასაც, მისივე რწმუნებით, მოსკოვი არ დაუშვებს. ამ კონტექსტში მან ახსენა ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და გერმანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend