რატომ უჭირთ პატარებს ჩაძინება? რატომ იმატებს ძილის წინ შფოთვა და როგორ შეიძლება დაძინების პროცესი ბავშვებისთვის სასიამოვნო და სასურველი გავხადოთ?
„ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო”- ძილისპირული ამბავია, რომელიც ავტორმა, ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა იმისთვის შექმნა, რომ პატარებს უშფოთველად ჩაძინებაში დაეხმაროს. ავტორი მიიჩნევს, რომ ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეგულარულად ვუკითხოთ მათ წიგნები, სანამ თავად ისწავლიან კითხვას.
წიგნისა და ძილისწინა რუტინის მნიშვნელობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ნეიროფსიქოლოგმა, ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა.

