როგორია თანამედროვე მიდგომები გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში, როგორია ინოვაციური პრაქტიკული ხედვა და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის გაზიარება მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რომლებიც პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის პროცესში ყოველდღიურად გადამწყვეტ როლს ასრულებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით, „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“. ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და უცხოელი ექსპერტები, პროფესორები და ექიმები მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან და აკადემიური ცენტრებიდან.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ისაუბრა.

