მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

უეს ანდერსონის გამოფენა ლონდონში, ტექნოლოგიური გამოფენა ოსლოში და Wicked: For Good-ის პრემიერა, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით. აი, რას უნდა ელოდოთ ამ კვირაში.

საახალწლო სეზონის მოახლოების ფონზე უამრავი სასიამოვნო რამ გველოდება, მათ შორის საშობაო განათებები, სასმელები, რომლებიც ათბობს, ასევე Stranger Things-ის სეზონის ფინალი.

თუმცა ჯერ იქამდე არ მივსულვართ — ჰელოუინის განწყობა ჯერ კიდევ იგრძნობა, რადგან ყველასთვის საყვარელი „ბოროტი ჯადოქარი“ დიდ ეკრანზე ბრუნდება. მართლაც, Wicked: For Good შესაძლოა წლის მოვლენა გახდეს.

რა თქმა უნდა, თუ მიუზიკლი და ხმაური თქვენი სტილი არ არის, მაშინ უკეთესი იქნება, დიზაინის მუზეუმის ახალ გამოფენას ეწვიოთ, სადაც კინოსთვის საჭირო აქსესუარებისა და კოსტიუმების ძალიან საინტერესო კოლექცია გელოდებათ.

მათ კი, ვისაც უბრალოდ სურს, თბილად მოკალათდეს და გადაეშვას წარმოსახვით დისტოპიაში, Netflix-ის ახალი დრამა Last Samurai Standing და ვინს გილიგანის ახალი შთამბეჭდავი სამეცნიერო ფანტასტიკა — Pluribus ელის.

რაც არ უნდა აირჩიოთ, გისურვებთ, რომ საინტერესოდ გაატაროთ მომდევნო კვირა.

გამოფენები

უეს ანდერსონი: არქივები

ბოლო წლებში ევროპაში გაიმართა უეს ანდერსონის არაერთი შესანიშნავი თემატური გამოფენა, რომლებიც ძირითადად მის ბოლო ფილმებს — Asteroid City-სა და The Phoenician Scheme-ს ეძღვნებოდა. თუმცა, ლონდონის დიზაინის მუზეუმის ეს ახალი გამოფენა ნამდვილი თაყვანისმცემლებისთვის  მართლაც შთამბეჭდავი იქნება.

გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია 600-ზე მეტი ექსპონატი (მათგან უმეტესობა პირველად გამოიფინა ბრიტანეთში),  ანდერსონის კარიერას ეძღვნება. აქ ნახავთ 90-იანი წლების ადრეულ ექსპერიმენტებსა თუ ახალ  ნამუშევრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარგო ტენენბაუმის ლეგენდარული FENDI-ს ბეწვის ქურთუკი და Grand Budapest Hotel-ის  მაკეტი პასტელის ფერებში. გამოფენა ლონდონში 21 ნოემბრიდან 26 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

MUNCH-ის ტრიენალე: თითქმის არარეალური

დროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება, რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. MUNCH-ის ტრიენალე, რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება, სწორედ ამ თემას იკვლევს თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავი გამოფენის საშუალებით. აქ გამოყენებულია ძველი და ახალი ტექნოლოგიები იმის საჩვენებლად, თუ რა გავლენა აქვს მათ  რეალურ სამყაროზე. ჰოლოგრამების მწვანე ნათებითა თუ ნეონის ინსტალაციებით ტრიენალე წარმოადგენს მომავლის ხაზს. ერთ მხარეს დისტოპიური შიშია, მეორე მხარეს კი — თავგადასავლებით სავსე ოპტიმიზმი, გამოფენა ნორვეგიაში ოსლოს მუნკის მუზეუმში 22 თებერვლამდე გაიმართება.

ფილმები

Wicked: For Good


.

ახლა კი ჯონ ჩუს Wicked-ის მეორე და ბოლო ნაწილისთვის მოემზადეთ! ამბავი ზუსტად იქიდან გრძელდება, სადაც ბოლოს გაჩერდა: ელფაბა (სინთია ერივო), რომელსაც ახლა „დასავლეთის ბოროტ ჯადოქრად“ მოიხსენიებენ,  ოზის ტყეში იმალება, რადგან უარი თქვა კორუფციონერი ჯადოქრისა (ჯეფ გოლდბლუმი) და მისი რეჟიმის მხარდაჭერაზე.
ამ დროს კი გლინდა (არიანა გრანდე) ზურმუხტის ქალაქში საზოგადოების სიყვარულით ტკბება. ორივემ უნდა იპოვოს გზა უთანხმოების დასავიწყებლად და მშვიდობის აღსადგენად. ფილმი ევროპულ კინოთეატრებში 21 ნოემბერს გამოვა.

ევროპული დაჯილდოების სეზონი

უკვე მესამე წელია, რაც ევროპის კინოს აკადემიის დაჯილდოების სეზონი (ყოფილი „კინოს თვე“) ტარდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ევროპის კინო. მონაწილე კინოთეატრები წარმოადგენენ სპეციალურად შერჩეულ პროგრამას, რომელშიც ამ წლის ევროპის კინოდაჯილდოებაზე ნომინირებული ფილმები შევა. გამარჯვებულებს 2025 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადებენ.

სატელევიზიო სერიალები

Last Samurai Standing


.

Last Samurai Standing, რომელიც „სიოგუნსა“ და „კალმარების თამაშს“ მოგვაგონებს, ასობით სამურაის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ისინი სასიკვდილო შეჯიბრებაში მონაწილეობენ, ბოლოს დარჩენილი სამურაი 100 მილიარდ იენს იღებს. იმავე სახელწოდების იაპონურ კომიქსსა და რომანზე დაფუძნებული ეს სერიალი სავსეა მკვეთრი, დაძაბული სცენებითა და დეტალური დეკორაციებით, რომლებიც მე-19 საუკუნის კიოტოში გადაგიყვანთ. სერიალის ნახვა უკვე შესაძლებელია ნეტფლიქსზე.

მუსიკა

FKA twigs: Eusexua Afterglow


.

FKA Twigs-ის Eusexua 2025 წლის ერთ-ერთ საყვარელ ალბომად იქცა.  ევრონიუსის კულტურის ამბების მიმომხილველის თეო ფარანტის შეფასებით, ის  ემოციური, ინტელექტუალური და მიღმიერია. ალბომის გამოშვებიდან სულ რაღაც 10 თვის შემდეგ წინ გველის ახალი ალბომი,  რომელშიც სამი ახალი ტრეკი და PinkPantheress-თან ერთად შესრულებულ სიმღერებია შესული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend