კატეგორიები

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა ვენესუელასთან მოლაპარაკებები დაიწყოს

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა ვენესუელასთან მოლაპარაკებები დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ნარკოტერორისტების“ წინააღმდეგ გამოცხადებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რას შეეხება მოლაპარაკებები, თუმცა თქვა, რომ „ვენესუელას საუბარი სურს“. სავარაუდო მოლაპარაკებებს წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო დარტყმების სერია უძღოდა, ნარკოტრანზიტში ეჭვმიტანილ გემებზე.

„ყველასთან ვილაპარაკებ. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები