20 ნოემბერს თბილისში „შესყიდვების კონფერენცია 2025“ გაიმართება. ღონისძიებაზე განიხილავენ იმას, თუ როგორ ამარტივებენ წამყვანი ორგანიზაციები შესყიდვების პროცესებს, როგორ აერთიანებენ ტექნოლოგიებს ოპერაციულ სტრატეგიებთან და როგორ აღწევენ უკეთეს შედეგებს ნაკლები რესურსით.
კონფერენცია თავს მოუყრის შესყიდვების, ლოგისტიკის, საოპერაციო და განვითარების სპეციალისტებსა და ბიზნესების დამფუძნებლებს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, თამარ ახსიაშვილმა ისაუბრა.

