კატეგორიები

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე, დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ქალაქში ძლიერი აფეთქებების გამო ხუთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის ერთი ორსულიცაა. ოფიციალური პირების თქმით, დედაქალაქზე თავდასხმა ჯერ კიდევ  გრძელდება. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმის რეალური საფრთხეა. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიაც გაითიშოს და წყლის მიწოდებაც შეწყდეს. თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ტიპის შენობა დაზიანდა უკრაინის სხვადასხვა რაიონში.

დაკავშირებული ამბები
სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო
სხვა ამბები