ქართველი მკითხველის საყვარელი ღონისძიება – თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება. 14, 15 და 16 ნოემბერს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონი კვლავ უმასპინძლებს ლიტერატურის მოყვარულებს – გამომცემლობებს, მწერლებს, წიგნების მაღაზიებსა და მკითხველებს, რომლებიც ახალ გამოცემებს გაეცნობიან, მოისმენენ დისკუსიებს, შეხვდებიან საყვარელ ავტორებს და, რა თქმა უნდა, შეიძენენ წიგნებს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მწერალმა არჩილ ქიქოძემ და თბილისის წიგნის დღეების ორგანიზატორმა ირინე ბალანჩივაძემ ისაუბრეს.

