კატეგორიები

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ პოკროვსკის რეგიონში სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ პოკროვსკის რეგიონში სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ამჟამად რუსეთი ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთი დომინირებს, ხოლო უკრაინის ქვედანაყოფები იგერიებენ თავდასხმას უმეტესი მიმართულებით და გარკვეულ რეგიონებში, განსაკუთრებით კუპიანსკისა და სევერსკის რაიონებში, საპასუხო სამხედრო ოპერაციებს აგრძელებენ.

„მტერი ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. ბრძოლების დაახლოებით 40 პროცენტი იქ მიმდინარეობს“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა გაზარდა თავისი აქტივობა ზაპოროჟიეს ოლქშიც.

„ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა ოლექსანდრივსკისა და ჰულიაიპოლიეს მიმართულებით, სადაც მტერმა, ძალებისა და აღჭურვილობის რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით, სასტიკი ბრძოლით წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები