მთავარიევროპაუკრაინაწვრთნა და აღჭურვა მიწისქვეშ

წვრთნა და აღჭურვა მიწისქვეშ

უკრაინის არმიაში აცხადებენ,  რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნამდვილი ქალაქები გააშენა მიწის ქვეშ. მიწისქვეშა საწვრთნელ ამ ცენტრში უკრაინელი სამხედროები დრონებით მომზადებას გადიან. ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მარტივია – უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

„თუ რა მნიშვნელობა აქვს წვრთნების აქ ჩატარებას, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. იმიტომ რომ ახლა ქვეყანაში ომია და საშიშია გარეთ ყოფნა. თუ ღია სივრცეში ხარ, შესაძლოა „შაჰიდების“ თავდასხმის ქვეშ მოხვდე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება. თუ მოულოდნელი საჰაერო განგაში გამოცხადდება, მოგვიწევს აღჭურვილობის, სხვა მასალების შენახვა. ამისთვის ზედმეტი მოძრაობაა საჭირო… ეს ყველაფერი თავშესაფარში უნდა გადავიტანოთ და ხელახლა გავშალოთ. აზრს მოკლებულია აქეთ-იქით სირბილი, ამიტომაც მეცადინეობებს თავიდანვე თავშესაფარში ვატარებთ. თუ ერთ ადგილზე დგახარ და არ ვითარდები, დეგრადაციას განიცდი. ინოვაციები ჩნდება, ყველაფერი მარტივად აღარ არის. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივად იცვლება რაღაც, ემატება ახალი პლატფორმები. უნდა ვაკონტროლოთ ყველა აქტუალური ცვლილება და როგორმე მოვერგოთ ამ ყველაფერს“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო კოდური სახელწოდებით „მიკოლა“.

დრონის ოპერატორების მომზადება უკრაინის არმიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ დრონების ოპერატორებმა შექმნეს ის სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რომელზეც  რუსი სამხედრო ბლოგერები და რუსეთის დუმის დეპუტატები საუბრობენ. მათი თქმით, ომის დროს უკრაინული დრონები ყველგან დაფრინავენ. ისეთი აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს კი, როგორებიც ბოლო დღეების განმავლობაში დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზეა, ახალი ცოცხალი ძალის მიწოდება უმნიშვნელოვანესია.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით მას შემდეგ, რაც სახმელეთო თავდასხმით რუსეთი სასურველ შედეგებს ვერ აღწევს, მოსკოვი ცდილობს, საჰაერო შტურმებით მიიტანოს იერიში  უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებზე, რადგან ბოლო პერიოდში უკრაინის სამხედრო ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ჩანს, სამხედრო ობიექტების მიწისქვეშ გადატანის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მიწისქვეშ არამარტო სარაკეტო სისტემების შექმნის პროცესი, არამედ ჯარისკაცთა მოსამზადებელი ცენტრებიც გადავიდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთ დღეში რუსეთის საოკუპაციო არმიამ 104 მართვადი ავიაბომბით მიიტანა იერიში უკრაინაზე. კრემლმა ასევე გამოიყენა 74 შემტევი დრონი, ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ინტენსიური საჰაერო იერიშებით რუსეთი ცდილობს უკრაინის მზარდი სამხედრო ინდუსტრიის შეფერხებას, თუმცა უშედეგოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend