კატეგორიები

სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება
სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ის დღეს, 10 ნოემბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვება.

აჰმად ალ-შარაას წინააღმდეგ ამერიკისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციები უკვე მოხსნილია და სწორედ ამის შემდეგ შეძლო მან შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა.

აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს სანქციები დაწესებული ჰქონდა როგორც ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ლიდერს. აშშ-მა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან მიმდინარე წლის ივლისში ამოიღო.

აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულთა შეტევას ხელმძღვანელობდა, რის შედეგადაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. 1946 წლის შემდეგ ის სირიის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ვაშინგტონს ეწვია.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები