მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში სამ წლამდე ასაკის დაახლოებით 40 000 ბავშვის ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ღაზის სექტორში სამ წლამდე ასაკის დაახლოებით 40 000 ბავშვის ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 ნოემბერს სამ წლამდე ასაკის დაახლოებით 40 000 ბავშვის ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის მიზანია ბავშვების ისეთი პრევენციული დაავადებებისგან დაცვა, როგორებიცაა წითელა, პოლიომიელიტი და მენინგიტი.  რამდენიმეთვიანი ომის გამო აქამდე რეგულარული იმუნიზაციის პროცესი შეჩერებული იყო

ექიმ მაჰმუდ სალეჰის თქმით, პრიორიტეტი  იმ ბავშვებს მიენიჭებათ, რომელთაც სრული დოზა არ მიუღიათ.

„დღეს დაიწყო ვაქცინაციის კამპანია. ეს აუცილებელია ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებმაც იძულებით გადაადგილების გამო ვაქცინაციის პროცესი გამოტოვეს. ჩვენ აცრებს თითოეული ბავშვისთვის შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ვაკეთებთ. ვაქცინაციის კამპანიის პირველ დღეს ძალიან მაღალი აქტივობა იყო“. – განცხადა ექიმმა მაჰმუმ სალეჰმა. ,

ვაქცინაციის პროცესის პირველი ეტაპი 9-იდან 18 ნოემბრამდეა.

„ჩამოვედი, რომ ჩემი შვილისთვის პირველი აცრა გაეკეთებინათ. მეშინოდა, რომ  უკიდურესად რთული პირობების გამო ამას ვერ შევძლებდი. ვღელავ მისი ჯანმრთელობის გამო. ჩვენ ხომ კარვებში ვცხოვრობთ, აქ საშინელი სიტუაციაა,  გარშემო ყველგან კანალიზაციაა“. – აცხადებს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული, ფედაა ალ-ბარდინი.

იძულებით გადაადგილებული პალესტინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, ისინი რთულ პირობებში ცხოვრობენ. ამას ისიც ემატება, რომ თითქმის მთელი ტერიტორია ნანგრევებად არის ქცეული.

ღაზაში მცხოვრები ადამიანების ნაწილი საკვებს დახმარების ორგანიზაციებისგან იღებს, სასმელ წყალს ცისტერნებიდან იღებენ და თავიანთ კარვებში მიაქვთ.

ადგილობრივები დახმარების იმედად არიან. ისინი ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, რომლებიც ან განადგურებულია, ან კვლავ ისრაელის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზეა.

დახმარება და მარაგი პალესტინის ტერიტორიაზე შევიდა, მაგრამ ის არასაკმარისია 2 მილიონზე მეტი მცხოვრებლისთვის, რომლებსაც საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები სჭირდებათ.

ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომს 69 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

დაღუპულთა რიცხვი კი იზრდება. 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ნანგრევებში კვლავ პოულობენ  ცხედრებს, რის შემდეგაც ცდილობენ მათ იდენტიფიკაციას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend