უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 9 ნოემბერს ქალაქი დნიპრო დაბომბა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავადა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონებით ღამით ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს, რასაც ნგრევა მოჰყვა.
საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ოდესის ოლქსაც, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხარკივის ოლქზე თავდასხმის შედეგად კი, რვა ადამიანი დაშავდა. ასევე, ზაპოროჟიასს, ვასილიევსკისა და პოლოგოვსკის რაიონებზე რუსული იერიშებს სამი მშბიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ თავდასხმების საპასუხოდ, უკრაინის პარტნიორებმა რუსეთის წინააღმდეგ წნეხი უნდა გააძლიერონ.
„სარეაბილიტაციო ჯგუფები, ელექტრიკოსები და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. რთული პირობების მიუხედავად, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სისტემამ რომ გამართულად იმუშაოს, ათასობით ადამიანია ჩართული. რუსებმა გააქტიურეს თავდასხმები, გამოიყენეს მეტი ბალისტიკური რაკეტა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა, აღჭურვილობის მეტი მარაგი და უფრო კოორდინირებული და სწრაფი მუშაობა გვჭირდება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 458 დრონი და 45 რაკეტა, მათ შორის 32 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. უკრაინული ძალების ცნობითვე, მათ გაანეიტრალეს 406 დრონი და ცხრა რაკეტა.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაშიც, სადაც მხარეები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პორკოვსკზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.


