კატეგორიები

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბელგიაში დრონების საწინააღმდეგო ჯგუფებს გზავნის

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბელგიაში დრონების საწინააღმდეგო ჯგუფებს გზავნის

დიდი ბრიტანეთი საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად ბელგიაში დრონების საწინააღმდეგო ჯგუფებს გზავნის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა რიჩარდ ნაითონმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტები გასულ კვირას იძულებული გახდნენ ფრენები შეეჩერებინათ მას შემდეგ, რაც მათ საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონები შენიშნეს. ცოტა ხნის წინ დრონებმა ასევე ანტვერპენის პორტსაც გადაუფრინეს. სამიზნედ ბელგიის სამხედრო ბაზებიც კი იქცა. ბელგიის ეროვნული საჰაერო უსაფრთხოების ცენტრი სრულად 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის ამოქმედდება.

უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრა ევროკავშირის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ბოლო თვეებში საგრძნობლად გამწვავდა, ევროკომისია მათ რუსეთის მიერ ბლოკის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს. ხოლო რუსეთი კი ამ ბრალდებებს უარყოფს.

დაკავშირებული ამბები
28-ე წევრად 2028 წელს - მონტენეგროს აქვს პერსპექტივა ევროკავშირს ყველაზე სწრაფად შეუერთდეს ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და პირისპირ შეხვედრას ითხოვს
სხვა ამბები