აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელმაც შესაძლოა შტატებში ე.წ. „შათდაუნი“ დაასრულოს.
60 ხმით 40-ის წინააღმდეგ მიიღებულია მთავრობის დაფინანსების კომპრომისული გეგმა – კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა“ წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია.
მოლაპარაკებული შეთანხმების ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი „დემოკრატებს“ დაჰპირდა, რომ დეკემბრის მეორე კვირამდე ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს
აშშ-ის ფედერალურმა მთავრობისა და შესაბამისა სამთავრობო სერვისების მუშაობა დროებით 1-ელ ოქტომბერს შეაჩერდა. ამის მიზეზი „დემოკრატიულმა პარტიამ“ უარი გახდა, საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
ე.წ. „შათდაუნთან“ დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით შტატების მთავრობა მალე განაახლებს მუშაობას.
აშშ-ის კონგრესის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა საჯარო უწყებების დაახლოებით მილიონზე მეტ თანამშრომელს ხელფასი არ მიუღია, რაც დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მთავრობის მუშაობის შეჩერების შედეგად, შეერთებულ შტატებში ასევე გაუქმდა ასობით აივიარეისი. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ბრძანებით, უსაფრთხოების მიზნით, ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში რეისები 10 პროცენტით უნდა შემცირებულიყო.


