მთავარიევროპაუკრაინა„ყველა მიზეზი იმალება თბილისში და არა კიევში“ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი...

„ყველა მიზეზი იმალება თბილისში და არა კიევში“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას პასუხობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს კიევი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას, პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა მისი უკრაინელი კოლეგა ანდრი სიბიჰა.

დიპლომატის განცხადებით, მსგავსი მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება, პრობლემებს ევროკავშირში გაწევრების გზაზე კი ქართული მხარე თბილისში უნდა ეძებდეს.

„ქართული მხარე არ უნდა გაბრაზდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაზე. ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველოს წარუმატებლობის ყველა მიზეზი იმალება თბილისში და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, მეგობარ ქართველ ერს ჩვენ ვუსურვებთ მხოლოდ ერთს – მიუხედავად მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკისა, ერთხელ და სამუდამოდ რეალობად აქციონ თავიანთი ევროპული მისწრაფებები. საქართველო არის ევროპა და არა „რუსული სამყარო“”, – დაწერა ანდრი სიბიჰამ პლატფორმა X-ზე.

„გაფართოების შესახებ“ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 5 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხელს უშლიდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას.

მისივე მტკიცებით, კიევი უარყოფითად იყო დამოკიდებული ქვეყნისთვის ევრობლოკის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს და, მისივე განმარტებით, ვერც ექნება რაიმე დათქმა საქართველოსთან მიმართებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend