მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს უმასპინძლა

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს უმასპინძლა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 ოქტომბერს თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერს უმასპინძლა. იგი აძლიერებს იშვიათი წიაღისეულის ძიების პროცესს, რომელიც საჭიროა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის, მათ შორის სმარტფონებისთვის, ელექტრომობილებისა და გამანადგურებლებისთვის.

ტრამპმა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა სამუშაო ვახშმის წინ ოვალურ კაბინეტში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ლიდერს აქ მობრძანებისა და იმ ერთგულებისთვის, რომელსაც აშშ-ს მიმართ იჩენენ. ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ცნობილია, როგორც C5, მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ოდესღაც  ამ ქვეყნებში გადიოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთთან დამაკავშირებელი აბრეშუმის გზა. ეს არის დიდი, ლამაზი ისტორია. ევრაზიის გულში მათი მდებარეობა დღეს  წარმოუდგენელ მნიშვნელობასა და პოტენციალს ანიჭებს მათ“, – განცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში ვიზიტამდე ტრამპმა სცადა,  დროებით მაინც მოეგვარებინა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის ექსპორტთან დაკავშირებული უთანხმოება, რომელიც მათ სავაჭრო ურთიერთობას აფერხებდა.

ვაშინგტონი ეძებს ახალ გზებს, რომ  ჩინეთის გარეშე გადაჭრას კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან,  ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, თანახმაა, მისი ქვეყანა, რომელიც ძირითადად მუსლიმანებით არის დასახლებული,  აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ დღეს აქ წარმოდგენილ ქვეყნებში მშვიდობა დაისადგურებს,  თუ ისარგებლებენ იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ ამ შეთანხმებით შევთავაზეთ. ზოგიერთი ქვეყანა შეუერთდება აბრაამის შეთანხმებას და ამის თაობაზე განცხადებები უახლოეს მომავალში გაკეთდება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩინეთი მსოფლიოში იშვიათი წიაღისეულის თითქმის 70%-ს მოიპოვებს, ასევე გლობალური იშვიათი წიაღისეულის გადამუშავების დაახლოებით 90%-ს აკონტროლებს.

უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთი და რუსეთი ცენტრალური აზიის კრიტიკული მინერალების ექსპორტიორები არიან.

დონალდ ტრამპა პრეზიდენტებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.  მათ დადებითად შეაფასეს მისი ძალისხმევა რეგიონში ვაჭრობისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს ამერიკულ კომპანიებთან. ამერიკული კომპანიები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან იშვიათი წიაღისული მინერალებით ტაჯიკეთში – სადაც რესურსებიც უხვად არის. ტაჯიკეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს უსაზღვრო პოტენციალი და კრიტიკული მინერალების რესურსი აქვთ. ჩვენ გვსურს,  გავაგრძელოთ მჭიდრო  თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც აქამდე ასე გვაღელვებდა.” – განახადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა.

ცენტრალური აზიას იშვიათი წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს და მსოფლიოში ურანის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგიისთვის. თუმცა, რეგიონს სასწრაფოდ სჭირდება ინვესტიციები განვითარებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend