მთავარიამერიკააშშაშშ-ს 40 აეროპორტში რეისების 10% გაუქმდა

აშშ-ს 40 აეროპორტში რეისების 10% გაუქმდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ასობით მოგზაურმა არ იცის გაუქმდება თუ არა მათი რეისები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ აეროპორტში მისვლის შემდეგ იგებს, რომ  რეისი გადაიდო ან გაუქმდა.

შტატებში ავიაკომპანიებმა ასობით რეისის გაუქმება 7 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ რეისების 10 პროცენტით შემცირების ბრძანება გასცა.

„ვფიქრობ, საჰაერო მიმოსვლის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. 40 აეროპორტში 10 პროცენტით შეამცირეს. ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა.  ჩვეთვის, მგზავრებისთვის, ეს  დისკომფორტს ქმნის, თუმცა პრობლემა უფრო მეტად იმ ადამიანებს ექმნებათ, რომელთაც მუშაობაში ხელი ეშლებათ ან რომლებიც დღეს ხელფასს ვერ იღებენ“, – ამბობს მოგზაური, ანა პაულა სამორანო.

აეროპორტში კიდევ ერთმა მოგზაურმა, კრისტინა მინიკუსმა არ იცოდა გაუქმდებოდა თუ არა მისი რეისი ფლორიდაში.

„ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ხალხმა სამსახურში დაბრუნება შეძლოს. ეს უნდა გამოსწორდეს. ახლა ბევრ უდანაშაულო ადამიანს აზარალებენ. ახლა ფლორიდაში დაბრუნებაზე ჯერ არ ვნერვიულობ. მაგრამ 10 დღეში შეიძლება სახლში დაბრუნებაზე ვიდარდო“, – ამბოსბ კრისტინა მინიკუსი.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ბრძანებით, უსაფრთხოების მიზნით, ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში მიმოსვლა უნდა შემცირდეს. გადაწყვეტილება კი შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას უკავშირდება. ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერების ფონზე, მნიშვნელოვანია ყველა რეისი უსაფრთხო უნდა იყოს, შესაბამისად აუცილებელია მათი შემცირება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერების მიუხედავად, ამერიკაში ფრენები უსაფრთხოდ სრულდება. ამის შესახებ, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„გარკვეულ აეროპორტებში რეისებს 10 პროცენტით ამცირებენ. და მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ყველა რეისი 100 პროცენტით უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეამციროს დაგეგმილი რეისები, მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ჩიკაგოს მერი ბრენდონ ჯონსონი გადაწყვეტილებას გმობს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს.

„ეს შემაშფოთებელია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც, ჩვენმა აეროპორტებმა რეკორდები დაამყარეს. ჩვენი აეროპორტი მოგზაურობის გლობალური ეპიცენტრი ხდება. ნომერ პირველი დამაკავშირებელი და ყველაზე დატვირთული აეროპორტი. პრეზიდენტის ტაქტიკა და მისი ქცევა იმდენად საშინელი და ამაზრზენია, რომ მან აქამდე მოგვიყვანა. საუბარია, ჩვეულებრივ ხალხზე, საერთაშორისო მოგზაურობაზე. წელს ჩიკაგოს ისტორიაში ყველაზე დატვირთული ზაფხული გვქონდა. შემოსავალმა 900 მილიონი დოლარი შეადგინა.  ჩვენი სტუმრების რაოდენობა იზრდება“, – განაცხადა ჩიკაგოს მერმა, ბრენდონ ჯონსონმა.

ამერიკული ვებსაიტის, FlightAware-ის მონაცემებით, სადაც შტატების მასშტაბით დაგეგმილი 500-ზე მეტი რეისის შესახებ ინფორმაციაა ხელმისაწდვდომი, 7 ნოემბრისთვის დაგეგმილი რეისების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ბრძანება 40 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს ეხება, მათ შორის აეროპორტებს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში. თუმცა, ის გავლენას პატარა აეროპორტებზეც ახდენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend