მთავარიევროპარუსეთიმედვედევი: „არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა"

მედვედევი: „არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა”

„არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. ალბათ, არც თავად იცის“, –  წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის სიტყვებს შედეგები მოჰყვება და „რუსეთი იძულებული გახდება, სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“.

გუშინ, 5 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე დონალდ ტრამპის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ „სერიოზული საკითხი“ უწოდა.

ამასთან, მან რუსეთის უწყებებს „ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ” წინადადებების მომზადება დაავალა.

„ვავალებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეაგროვონ, უშიშროების საბჭოს დონეზე გააანალიზონ და ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებები წარმოადგინონ“, – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend