მთავარიევროპაუკრაინა„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება” - ანდერს ფოგ რასმუსენი

„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება” – ანდერს ფოგ რასმუსენი

ევრონიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა – უკრაინელებს გაუზარდონ იარაღის მიწოდება, რაც მათ რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარება.

“ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავზარდოთ იარაღის მიწოდება. მაგალითად, გერმანელებმა უკრაინელებს უნდა მიაწოდონ შორ მანძილზე მოქმედი ტაურუსის ტიპის რაკეტები. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსული დრონებისა და რაკეტებისგან თავის დაცვაში”,-ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

რასმუსენმა მიესალმა აშშ-ს გადაწყვეტილებას – ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანიის სანქციების დაწესების შესახებ და ეს წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

“როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი თანდათან კარგავს მოთმინებას პუტინის მიმართ. ვფიქრობ, ამერიკელებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ თუ ისინი პუტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ წაყვანას აპირებენ, რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა მოუწევთ”,-ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა „მსურველთა კოალიციას“ მოუწოდა, რომ უსაფრთხოების გარანტიის სახით უკრაინაში დამატებითი ძალები განალაგონ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდეც კი და დასძინა, რომ „მსურველთა კოალიცია არ უნდა იქცეს მომლოდინეთა კოალიციად“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend