მთავარიამერიკააშშაშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიკ ჩეინი, კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტი და ერაყში შეჭრის მთავარი მხარდამჭერი იყო, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დიკ ჩეინი ძირითადად 2003 წლის ერაყის ომით დაამახსოვრდებათ, რომელიც ერთი მხრივ, ამერიკული ძალაუფლების მწვერვალი იყო“ – ასე იხსენებენ მას ანალიტიკოსები.

„ვფიქრობ, რომ მთავრობაში, კონგრესსა და ბიზნესში ყოფნის ამ ათწლეულების განმავლობაში, ის, უპირველეს ყოვლისა, 2003 წლის ერაყის ომით დაამახსოვრდებათ, რომელიც, ერთი მხრივ, ამერიკული ძალაუფლების მწვერვალი იყო, მეორე მხრივ კი – მისი დაცემა. ირონიულია, რომ შემდგომ წლებში დიკ ჩეინი დონალდ ტრამპის ხმამაღალი კრიტიკოსი გახდა და მას ამერიკული სისტემის ნგრევაში ადანაშაულებდა“,-ამბობს სკოტ ლუკასი, პოლიტიკური ანალიტიკოსი

დიკ ჩეინმა არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები, თუმცა მისმა პოლიტიკურმა გავლენამ მწვერვალს 2001-2009 წლებში მიღწია, როდესაც ჯორჯ ბუშ უმცროსის ვიცეპრეზიდენტად მუსაობდა.

მას ბევრი მოიხსენიებდა, როგორც „ძალა კულისებში“. ასევე ბევრის აზრით, რეალურად ის უფრო მეტ გავლენას ფლობდა, ვიდრე თავად პრეზიდენტი ბუში. დიკ ჩეინი ბოლო ათწლეულებში ალბათ ყველაზე საკამათო ვიცე-პრეზიდენტი იყო.

“არ ვიტყვი, რომ მის სიკვდილს მხარს ვუჭერთ და გვიხარია, მაგრამ ნამდვილად არ ვართ ისეთი დამწუხრებულები, როგორც ამას სხვები გამოხატავენ, ის კონსერვატორის განსახიერება იყო. იცით, მისი მემკვიდრეობა დღემდე მოსდევს ვაიომინგსა და ასევე აშშ-ის კაპიტოლიუმის დარბაზებს. ის ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი უახლოესი წარსული, შეუძლებელია წაშალო ის, რაც ამ კაცმა გააკეთა ამ შტატისა და ამ ქვეყნისთვის და მისი საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში“,-ამბობს ლენდონ ბრაუნი, შტატ ვაიომინგის მაცხოვრებელი.

ხუთჯერ გულის შეტევის გადატანის შემდეგ, ჩეინი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ნასესხები დროით ცხოვრობდა და 2013 წელს განაცხადა, რომ ყოველ დილით „სახეზე ღიმილით იღვიძებდა და მადლიერი იყო კიდევ ერთი დღისთვის.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend