კატეგორიები

ევროკომისიის გზავნილი – უკრაინა წინსვლისთვის მზადაა

ევროკომისიის გზავნილი – უკრაინა წინსვლისთვის მზადაა
უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ის სოციალურ ქსელში წერს რომ საინტერსეოდ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან.

 

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერას გაუწევს. ასევე, ვმუშაობთ უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზადაა.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები