კატეგორიები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს
გვიან ღამით უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე, ოდესის რეგიონში რუსული დრონით მიტანილი იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

ამასთან, ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით  ფრონტის ხაზზე მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონს შეუტია.

 

რეგიონის გუბერნატორმა, ივან ფედოროვმა, განაცხადა, რომ თითქმის 60 000 ადამიანს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება, ხოლო თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

უკრაინის ეროვნული ენერგოოპერატორი კომპანიის, „უკრენერგოს“ ცნობით, უკრაინის ელექტროქსელზე თავდასხმების შედეგად, კვირას რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ეს იერიშები ზამთრის მოახლოების ფონზე,  რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი კამპანიის უახლესი ეტაპია.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები