მთავარიევროპაუკრაინადონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას ამ ეტაპზე არ განიხილავს

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას ამ ეტაპზე არ განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას არ განიხილავს

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც სწორედ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას ეხებოდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად ამ საკითხი არ განიხილება, თუმცა „შესაძლოა გადაიფიქროს.“

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, თუ რა იქნება ბოლო წვეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მზად არ არის, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ასეთი არ არსებობს“ და რომ ზოგჯერ კონფლიქტს „თავისი გზით დასრულების საშუალება“ უნდა მისცე.

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობით, პენტაგონმა თეთრ სახლს აცნობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს  „ტომაჰავკის“ საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ მათი უკრაინისთვის მიწოდება შესაძლებელი იყოს.

მანამდე, 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტომაჰავკების“ საკითხი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესტან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. მარკ რუტემ გასულ პარასკევს განაცხადა, რომ საკითხი განიხილება და რომ გადაწყვეტილების მიღება შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend