International Wines and Spirits Competition საქართველოში რიგით მე-4 კონკურსს ჩაატარებს. გურჯაანის ღვინის ფესტივალსა და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით კონკურსი 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
წინა წლების მსგავსად საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობას ღვინის ცნობილი ექსპერტი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას საერთაშორისო ჟიურის წევრები შეუერთდებიან, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.
კონკურსის მნიშვნელობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს ენოლოგმა მარიამ ხომასურიძემ და უფროსმა სომელიემ ჯაბა ძიმისტარიშვილმა.

