კატეგორიები

რუსული დაზვერვა: საფრანგეთი ემზადება უკრაინაში სამხედროების გასაგზავნად

რუსული დაზვერვა: საფრანგეთი ემზადება უკრაინაში სამხედროების გასაგზავნად
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინაში დაახლოებით 2 000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნავს.

უწყების ცნობით, პოლონეთის საზღვართან უკვე განლაგებულია ფრანგული უცხოური ლეგიონის თავდასხმის ქვედანაყოფები, რომლებიც ცენტრალურ უკრაინაში გადასროლისთვის ემზადებიან.

„ლეგიონერები ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან, იღებენ იარაღსა და აღჭურვილობას და მათი გადმოყვანა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვა წერს, რომ საფრანგეთში სწრაფი ტემპით ზრდიან საწოლფონდს დაჭრილი სამხედროების მისაღებად, ფრანგი ექიმები კი სპეციალურ მომზადებას გადიან, რათა ბრძოლის ველზე მუშაობა შეძლონ.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები