უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა Politico-ს განუცხადა, რომ უნგრეთს, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად, ევროკავშირის შიგნით უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსის შექმნა სურს.
ვიქტორ ორბანი იმედოვნებს, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ანდრეი ბაბიშთან და რობერტ ფიცოსთან ერთობლივი პოზიციის შეჯერებას მოახერხებს მანამ, სანამ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა შედგება.
მსგავსმა ალიანსმა შესაძლოა, ევროკავშირის უკრაინისადმი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შეაფერხოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, მსგავსი გამოცდილება მათ უკვე აქვთ, როდესაც უნგრეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ევროკავშირში შექმნილი მიგრაციის კრიზისთან საბრძოლველად ალიანსი შეკრეს.
მრჩეველი ირწმუნება, რომ ეს ალიანსი ეფექტიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი გამოეთიშა ამ ალიანსს, ანდრეი ბაბიში და რობერტ ფიცო ბრიუსელს მოსკოვზე ზეწოლის ნაცვლად მასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.


