მთავარიევროპარუსეთიროგორ იტყუებს რუსეთი ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს ომში

როგორ იტყუებს რუსეთი ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს ომში

რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ღარიბი ქვეყნების მოქალაქეების რეკრუტირებას უკრაინაში საბრძოლველად – ხშირად მოტყუებითა და იძულებით. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე ინფორმაცია კენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

უწყების განცხადებით, არაერთი კენიელი მოატყუეს „კორუმპირებულმა და დაუნდებელმა აგენტებმა“, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით, მათ შორის გაყალბებული ინფორმაციის გამოყენებით, მოქალაქეებს ომში ჩასართავად აქეზებენ.

რუსული სქემა, როგორც ცნობილია, ასე მუშაობს: ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს რუსი აგენტები ჰპირდებიან მოქალაქეობას, სამუშაოს, კარგ ანაზღაურებას, სამხედრო წვრთნებს. საბოლოოდ კი ისინი რუსეთის სამხედრო ბანაკებში აღმოჩნდებიან და ბრძოლის ველზე მიჰყავთ. უარის შემთხვევაში, მათ 15 წლიანი ციხით ემუქრებიან.

რუსეთში ჩასვლის შემდეგ რეკრუტები იძულებულნი არიან, ხელი მოაწერონ ხელშეკრულებებს, რომელთა შინაარსი მათ არ ესმით ენის ბარიერის გამო.

კენიის ხელისუფლება ამბობს, რომ უკვე გამართა მოლაპარაკებები რუსეთთან მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით. თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის – საერთაშორისო მედიის ცნობით, მსგავსი სქემები მოქმედებს არაერთ სხვა განვითარებად ქვეყანაშიც, მათ შორის რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში.

ექსპერტების შეფასებით, მოსკოვი ცდილობს, შიდა პროტესტის თავიდან აცილებას და ამიტომ უცხოელი მოხალისეებით ავსებს ადამიანურ დანაკარგს უკრაინის ომში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend