ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ მასშტაბური სამედიცინო ევაკუაცია დაიწყო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა 41- მა პაციენტმა უკვე დატოვა ღაზის ტერიტორია, თუმცა კიდევ 15 000 მძიმე პაციენტი ელოდება ნებართვას, რომ მკურნალობა ღაზის საზღვრებს გარეთ ჩაიტაროს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, გამოიჩინონ სოლიდარობა და ღაზიდან სამედიცინო ევაკუაციის დასაჩქარებლად, გააფართოონ ყველა შესაძლო მარშრუტი.
Yesterday, @WHO led another medical evacuation of 55 critical patients from #Gaza to receive specialised care abroad, including in Jordan, Spain and Turkey. 158 companions travelled with them.
We thank the government of Jordan and @eu_echo for the support.
As part of the… pic.twitter.com/I6nZdhhV3u
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) October 27, 2025
„მე ღაზაში ჟურნალისტიკის პროფესიას ვეუფლებოდი. შემდეგ ორი წლით ეგვიპტეში გავემგზავრე კინემატოგრაფიის შესასწავლად. ბოლო წლები სწორედ ამ სფეროში ვმუშაობდი. რამდენჯერმე დამჭრეს, ერთხელ მკერდში, ერთხელ მხარში, ორჯერ კი ხელში. ამ ორმა ტყვიამ ფსიქიკა დამიზიანა. ახლა ვეღარ ვიჭერ კამერას, ვეღარ ვმოძრაობ წესიერად. ერთ წამში ყველაფერი შეწყდა“, – ამბობს პაციენტი იბრაჰიმ აბუ აშიბა.
ევაკუაციის წყალობით, სხვა ოჯახებიც ცდილობენ ცხოვრების ხელახლა დაწყებად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„ეს არის პირველი სამედიცინო ევაკუაცია 10 ოქტომბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. მომდევნო 60 დღის განმავლობაში ჩვენ გავზრდით შესაძლებლობებს, რომ დავეხმაროთ და შევძლოთ სხვა დაშავებულების ევაკუაცია“, – ამბობს WHO-ს საგანგებო სამედიცინო გუნდის კოორდინატორი ლუკა პიგოზი.
ღაზიდან ათასობით პაციენტი კვლავ ელოდება იმ დღეს, როცა მათაც მიეცემათ შანსი, გადარჩნენ და შეძლონ ცხოვრების პირობებში ცხოვრება.

