კატეგორიები

რუსეთი კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევს

რუსეთი კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევს
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბური იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა კიევს 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებმა დააზიანეს ორი საცხოვრებელი კორპუსები, რა დროსაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. დაშავებულია 29 პირი, მათ შორის 7 ბავშვი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაასრულეს. უკრაინული ძალების ცნობით, 101 დრონიდან 90-ის განეიტრალება მოხერხდა. 26 ოქტომბრის დრონებით თავდასხმამდე, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითაც შეუტია 25 ოქტომბერს.

მომხდარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარონ.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები