კატეგორიები

პუტინი საკუთარ ჯარისკაცებთან ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული შეკავების მზადყოფნა ყველა სხვა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია

პუტინი საკუთარ ჯარისკაცებთან ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული შეკავების მზადყოფნა ყველა სხვა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტს ესტუმრა. სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას პუტინმა ახალი, ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის – „ბურევესტნიკის“ გამოცდას „წარმატებული“ უწოდა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ბირთვული შეკავების მზადყოფნა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ყველა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია”, – უთხრა პუტინმა სამხედროებს.

„ბურევესტნიკს“, რომელსაც NATO კოდური სახელწოდებით „სკაიფოლს“ უწოდებს, დასავლელი ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით, მისი ბირთვული ძრავი შესაძლოა არასანდო იყოს.

მოსკოვში კი ამბობენ, რომ ამ რაკეტას, სხვა ანალოგიურ შეიარაღებასთან შედარებით, ჰაერში გაცილებით დიდხანს დარჩენა და შედარებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

დაკავშირებული ამბები
რუსულმა ძალებმა ხერსონისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანეს რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები