კატეგორიები

დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე შეზღუდვები მოუხსნა

დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე შეზღუდვები მოუხსნა
The Wall Street Journal-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინის მიერ დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული ზოგიერთი შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები.

ეს კიევს შესაძლებლობას მისცემდა, გააძლიეროს თავდასხმები რუსეთის სიღრმეებში არსებულ სამიზნეებზე ზეწოლა გაზარდოს კრემლზე.

თუმცა მოგვიანებით, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.

მისი თქმით, უკრაინისთვის არანაირი ნებართვა არ მიუცია და როგორ გამოიყენებს უკრაინა ევროპულ რაკეტებს, ამას ის ვერ გააკონტროლებს.

„Wall Street Journal ბევრ ყალბ ამბავს აქვეყნებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დაკავშირებული ამბები
დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები