საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.
პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინტერაქციული გრაფიკებისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით ქვეყანაში არსებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი მოახდინოს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი აფხაიძემ ისაუბრა.

