კატეგორიები

„ვია ბალტიკა“ – მაგისტრალი, რომელიც ბალტიისპირეთს პოლონეთთან აკავშირებს

„ვია ბალტიკა“ – მაგისტრალი, რომელიც ბალტიისპირეთს პოლონეთთან აკავშირებს
20 ოქტომბერს გაიხსნა მაგისტრალი, რომელიც ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას – ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს პოლონეთთან აკავშირებს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროპასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება.

„ვია ბალტიკის“ სახელით ცნობილი გზატკეცილი ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლზე, სუვალკიის უფსკრულზე გაივლის.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, კაროლ ნავროცკიმ და გიტანას ნაუსედამ ქვეყნებს შორის საზღვარზე გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის ამ დერეფანს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება.

„ვია ბალტიკის“ გამოყენებით ნატოს ჯარებს შეუძლიათ, უფრო სწრაფად იმოძრაონ ბალტიისპირეთის დასახმარებლად.

„დღეს ჩვენ ორი ერის კავშირის, პოლონურ-ლიეტუვური თანამეგობრობის, 234-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია. თუმცა, დღეს ეს ისტორიული თარიღი უფრო გამყარდება. ეს მაგისტრალი ხელს შეუწყობს ადამიანებისა და სავაჭრო საქონელის გადაადგილებას არა მხოლოდ ლიეტუვიდან პოლონეთში და პოლონეთიდან ლიეტუვაში, არამედ ლიეტუვიდან მთელ ევროპაში. სუვალკიის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა. „ვია ბალტიკის“ გზატკეცილს უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამხედრო მობილობისთვისაც. მე მჯერა, რომ სამხედრო მობილობის ეს ასპექტი კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს მომავალში, როდესაც „ვია ბალტიკას“ გზატკეცილი სრულად დასრულდება“, -ამბობს გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი.

პოლონეთი და მისი ბალტიისპირელი მეზობლები საგანგებო მზადყოფნაში მას შემდეგ არიან, რაც სექტემბერში რამდენიმე რუსული დრონი შეიჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე, ესტონეთის საჰაერო სივრცეში კი რუსული გამანადგურებლები შევიდნენ.

970 კილომეტრის სიგრძის „ვია ბალტიკის“ მარშრუტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იწყება და ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, საბოლოოდ კი ტალინში მთავრდება. ის ევროპული მარშრუტის E67 ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს.

ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასსა და პოლონეთის სუვალკიილს შორის დამაკავშირებელი ოთხზოლიანი A5 ავტომაგისტრალიც ასევე „ვია ბალტიკის“ ნაწილია.

ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, „ვია ბალტიკის“ ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე რამდენიმე მონაკვეთი ჯერ კიდევ ორზოლიანია და ის მოგვიანებით გაფართოვდება.

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები