დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე კითხევბი გაჩნდა. მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ და პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს, პოზიციებში განსხვავებები საგრძნობი გახდა.
აშშ პრეზიდენტის ბოლო განცხადებებით უკრაინასა და რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, დავის შინაარსში შესვლა არ სურს. შინაარსი კი სწორედ ისაა, რაზეც მრავალწლიანი კონფლიქტი ეფუძნება.
ომის ძირეული მიზეზების დავიწყება კი მოსკოვის ინტერესში არ შედის – ამბობენ კრემლში. ამის შესახებ დღეს უფრო ვრცლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ვაშინგტონთან სატელეფონო საუბრები გრძელდება.
“მთავარი არც შეხვედრის ადგილია და არც დრო, არამედ ის, თუ როგორ წავიწევთ წინ არსებითად – იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელზეც ანკორიჯში ფართო გაგებას მივაღწიეთ. მას შემდეგ რუსეთს პოზიციები არ შეუცვლია, ჩვენი გაგება ეყრდნობა მიღწეულ თანხმობას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმაც აღნიშნა, როცა თქვა, რომ საჭიროა გრძელვადიანი და მყარი მშვიდობა და არა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, რომელიც არსად არ მიგვიყვანს. ჩვენ ამ ფორმულის ერთგულები ვართ, ეს მარკო რუბიოსთან საუბარშიც დავადასტურე. ახლა ამერიკელ კოლეგებს არწმუნებენ, რომ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და შეწყვიტონ გრძელვადიანი და მდგრადი შეთანხმების მოთხოვნა, არამედ უბრალოდ შევჩერდეთ და შემდეგ ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ ვიცით, ვინ აკეთებს ამას. ესენი არიან ზელენსკის ევროპელი მფარველები და ბატონები, თუმცა ეს მიდგომა სრულიად საპირისპიროა იმისა, რაზეც პრეზიდენტები ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ ანკორიჯში, როდესაც ისინი შეთანხმდნენ ძირეულ მიზეზებზე კონცენტრირდნენ. ეს კი ნატოზე უარის თქმასა და რუსულენობანი მოსახლეობის უფლებების დაცვასაც გულისხმობდა”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მოსკოვს არც პოლონეთის განცხადება გამოჰპარვია, რომლითაც ვარშავა რუს პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ უნგრეთის მარშრუტით ფრენისას შესაძლოა იძულებული გახდეს მისი დაკავების საერთაშორისოდ გაცემული ორდერი გაითვალისწინოს.
ბულგარეთი კი საკუთარ საჰაერო სივცეში რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის დაბრკოლებების შექმნას არ გეგმავს და ამას ღიად ამბობს. ფრენის პრობლემა არ აქვს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს ლონდონში ელიან. “მსურველთა კოალიცია” აშშ-სა და უკრაინისლიდერების ბოლო შეხვედრის შემდეგ პირველად ხვდება, რათა დაგროვებული საკითხები განიხილონ. მათ შორისაა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.

“ვაშინგტოინში ვესაუბრე თავდაცვით კომპანიებს, მათ შორის მათ, ვინც პეტრიოტებსა და სხვა ჩვენთვის საჭირო შეიარაღბას აწარმოებენ. მათ აქვთ ნება იმუშაონ უკრაინასთან – ისინი უკრაინას ენდობიან. ჩვენ ვმუშაობთ აშშ-სთან რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას ისევ შეუძლია პეტრიოტების სისტემების საჭირო რაოდენობის მიღება. ეს არაა მარტივი საქმე, მაგრამ ეს ერთერთი უსაფრთხოებითი გარანტიააა უკრაინისთვის, რომელიც იმუშავებს გრძელ ვადაში. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზე არსებობდეს საკმარისი მხარდაჭრა”, -თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ფრთოსანი „ტომაჰავკების„ კიევისთვის გადაცემის პერსპექტივა კი პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის შემდეგ უფრო ბუნდოვანი გახდა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა დღეს აღნიშნა, რომ საკითხი დახურული არ არის და იგი განხილვის პროცესშია,თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი მიიღებს. თავად დონალდ ტრამპს ოვალურ კაბნეტში შეკრებილი ჟურნალისტები ძველ და ახალ განცხადებებზე პასუხებს სთხოვენ.
„უკრაინას შეეძლო გამარჯვება. მათ კიდევ აქვთ ამის შესაძლებლობა. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა შეუძლიათ. არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ შეეძლოთ გამარჯვება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ომი ძალიან უცნაური რამაა. ხდება კარგიც და ცუდიც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ცეცხლის შეწყვეტის ტრამპისეულ იდეას ემხრობიან ევროპელები, თუმცა ტერიტორიული დათმობების გარეშე. ისინი კიევის მხარდამჭერ პოზიციას ინარჩუნებენ და ამბობენ,რომ ტერიტორიებზე გადაწყვეტილება ვიწროდ უკრაინის მისაღებია. ერთობლივ განცხადებაში, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის,იტალიისა და ევროსტრუქტურების ლიდერები ამბობენ,რომ ერთიანნი არიან მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევაში, თუმცა საერთაშორისო საზღვრების შეცვლის პერსექტივას მკაცრად გმობენ.
„კარგია, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები დისკუსიას გამართავენ ორმრივი დღისწესრიგის ფარგლებში. თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც საუბარი შეეხება უკრაინას, უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი მაგიდასთან. იმ მომენტიდან,როდესაც ევროპელების უსაფრთხოებას შეეხება საქმე, მაგიდასთან უნდა ისხდნენ ევროპელებიც. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას უკრაინასთან ერთად,რომელიც მამაცად უწევს წინააღმდეგობას რუსეთს. პარასკევს ლონდონში ჩვენ გევქნება მსურველთა კოალიციის შეხვედრა, ნაწილობივ ფიზიკურად ნაწილობრივ დისტანციურად. უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება იქ წარმოდგენილი.ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას სამხედრო თუ ფინანსურ ნაწილში”, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ვიდრე ომის დასრულების პერსპექტივებზე დიპლომატიური გადაწყვეტა ჭიანურდება, მხარეები ფრონტის ხაზზე ცეცხლს უწყვეტად ცვლიან. უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს და მკაცრი ზამთრისთვის ემზადება.
