კატეგორიები

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, გადაიდო

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, გადაიდო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გადადების შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

CNN-ის ცნობით, სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა მარკო რუბიომ რეკომენდაცია, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგეს.

გავრცელებული ცნობით, მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებისთვის საჭირო წინაპირობებზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ კრემლს არ გადაუხვევია „მაქსიმალისტური“ გეგმისგან.

მოსკოვი კვლავ ითხოვს დონბასის რეგიონის უბრძოლველად და სრულად გადაცემას, ფრონტის ხაზის არსებული მდგომარეობით გაყინვასა და საბრძოლო მოქმედებების ამგვარად შეჩერებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში კვლავ შედგება, თუმცა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ამ ეტაპზე სავარაუდოდ, აღარ გაიმართება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები