მთავარიამერიკააშშ„დონბასის დათმობაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარი არ მქონია“ - დონალდ ტრამპი

„დონბასის დათმობაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარი არ მქონია“ – დონალდ ტრამპი

17 ოქტომბერს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის რეგიონის სრულად დათმობა მოსთხოვა.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მას უკრაინის პრეზიდენტთან არ ჰქონია. დონალდ ტრამპმა აქვე დასძინა, რომ დონბასის 78% რუსეთს აქვს დაკავებული და „აჯობებს, თუ ფრონტის ხაზიც ასე გაიყინება“.

„დონბასის რეგიონის დათმობაზე არასდროს გვისაუბრია. ვფიქრობთ, მათ უბრალოდ ფრონტის ხაზი უნდა გაყინონ და შეწყვიტონ ბრძოლა. ყველაფერ დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ თქვენ მიიღებთ ამას, თქვენ კი იმას. ამის უამრავი კომბინაცია არსებობს. ჩემი აზრით, ახლავე უნდა შეწყვიტონ ბრძოლა, წავიდნენ სახლებში და დაასრულონ ადამიანების ხოცვა. რაც შეეხება დონბასს – დაე, ისე გაიყოს, როგორც ახლაა. რეგიონის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული. ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლაა. მათ მოლაპარაკება რაღაცაზე უკვე მოგვიანებით შეუძლიათ. თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – შეწყვიტეთ ბრძოლა და სახლებში წადით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მანამდე, Fox News-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინას ვერ გადასცემს იარაღის მთელ არსენალს, რადგან მისი თქმით, ეს იარაღი თავადაც სჭირდებათ.

პარალელურად კი, უკრაინაში რუსეთის იერიშები გრძელდება. 16 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარსა და თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ფრონტის ხაზზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend