უკრაინის ქალაქ ნიჟინში, 16 ოქტომბერს ღამით რუსული დრონების თავდასხმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ჩერნიჰივის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ფოსტის შენობა დაზიანდა. რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თავდასხმების შედეგად ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა ჩერნიჰივშიც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის 300-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.
უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული ოპერატორი „უკრენერგო“ აცხადებს, რომ ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ქვეყნის რვა რეგიონს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ელეექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდეს.
ამასთან, უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგეტიკულმა კომპანია DTEK-მა პოლტავის რეგიონში ბუნებრივი აირის მოპოვების შეჩერების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინა ღამით მის ინფრასტრუქტურას შეუტია.
კომპანიას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა დასძინეს, რომ რუსეთის იერიშის დროს გამოყენებული იყო როგორც რაკეტები, ასევე დრონები.
