მთავარიევროპაუკრაინა„აშშ-ს შესწევს ძალა, რუსეთის ომი უკრაინაში დაასრულოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

„აშშ-ს შესწევს ძალა, რუსეთის ომი უკრაინაში დაასრულოს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება. მისი განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ყველა საკითხი მოამზადა. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შესწევთ ძალა, დაასრულონ რუსეთის ომი უკრაინაში.

„პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ჩვენი დავალება შევასრულეთ – მოვამზადეთ სამხედრო საკითხები, ასევე ეკონომიკური. ყველა დეტალი, ყველაფერი აქ არის. ამერიკის პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. ამას ნამდვილად შეუძლია ომის დასრულება დააჩქაროს – სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს მსგავსი გლობალური გავლენის მოხდენის უნარი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ საკითხში სხვებიც ჩვენს მხარეს იყვნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე იმყოფება და ამერიკულ მხარესთან ერთად პრეზიდენტების შეხვედრის საკითხებს ათანხმებს. უკრაინის პრეზიდენტი შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკების” ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესყიდვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის თანხმობას ელის. ამ ეტაპზე ვაშინგტონში ყოყმანობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ იარაღის უკრაინისთვის გადაცემა კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს. თუმცა კვირას, 12 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა რუსეთი და ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიას გააგრძელებს, ამერიკა უკრაინისთვის „ტომაჰავკების” ტიპის რაკეტების გაგზავნას საბოლოოდ გადაწყვეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend