კატეგორიები

„პუტინმა ომი უნდა დაასრულოს“ – დონალდ ტრამპი

„პუტინმა ომი უნდა დაასრულოს“ – დონალდ ტრამპი

17 ოქტომბერს თეთრ სახლს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა. როგორც დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, უკვე იცის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მას „ტომაჰავკებზე“ გაესაუბრება და ის ამაზე მსჯელობას აპირებს.

„უკრაინაზე ვიმსჯელებთ. პარასკევს პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა და ვიცი, რასაც მეტყვის. მას სურს,  იარაღი – „ტომაჰავკები“. „ტომაჰავკები“ ყველას უნდა და ჩვენ ის ბევრი გვაქვს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პუტინს ომის დასრულება აუცილებლად მოუწევს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე და ვლადიმერ პუტინს მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. ალბათ დღემდე გვაქვს. არ ვიცი, რატომ აგრძელებს ამ ომს. ეს ომი მისთვის სავალალოა. იგი  ჩაერთო ოთხწლიან ომში, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოეგო. მალე ოთხი წელი გავა ამ ომიდან. პუტინმა თითქმის მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა. ეს საშინელი ომია, ყველაზე ცუდი რამ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარა.  მე რვა ომი დავასრულე. დანაკარგის მხრივ, ვფიქრობ, ინდოეთსა და პაკისტანსაც იგივე ემუქრებოდა. პუტინმა ომი უნდა დაასრულოს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიდრე იარაღის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტ ზელენსკისთან იმის გარკვევა მოუწევს, რისთვის სჭირდება მას ეს იარაღი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები